Tuesday, May 18, 2010

ჯავახეთის პარკი


1.პროექტის სახელი: ,,ჯავახეთის პარკი“

2। პროექტის მოკლე აღწერა:ჩვენი მიზანია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დათვალიერება, შესწავლა და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება

3। პროექტის სრული აღწერა: საქართველო თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით უნიკალური ეკოსისტემებითა და თვალწარმტაცი ხედებით, ყოველთვის იზიდავდა დამთვარიელებელს. ერთმანეთში მონაცვლე გამორჩეული რელიეფები, ცხოველთა და ფრინველთა მრავალფეროვანი პოპულაციები, იშვიათი მცენარეები და მდელოები, ხელუხლებლად შემონახული ტყის კორომები, მდინარეები, ტბები და ჩანჩქერები. ყოველივე ამის დაცვის ისტორია საუკუნეების წინ იწყება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის ერთ ნაწილში დრო ზუსტად მშვენიერ წამს გაჩერდა. მაგრამ კარგი ფოტოკამერის მიუხედავად, მისი სრულად დაფიქსირება მაინც ძნელია. ეს უნდა ნახო და განიცადო. ბავშვებმა უნდა ნახონ, საქართველიოს დაცული ტერიტორიები. ამ ტერიტორიის მცხოვრებნი, წითელი წიგნი და მასში შეტანილი ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, ქვეწარმავლები.

4. მონაწილეთა ასაკი: 13 - 14 წლამდე

5.ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, მოძიებული მასალის ელექტრონული ვერსია და მათი პრეზენტაცია।

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვები გააკეთებენ დაცული ტერიტორიების შესახებ მოძიებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას। გაკეთდება პლაკატები,კედლის გაზეთები. ჩაუღრმავდებიან კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან ვებ. სერვისებს.

8. სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას। გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10। საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგნებში _ გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების ადგილმდებარეობას), ისტორიაში (შეისწავლიან დაცული ტერიტორიების ისტორიას), მათემატიკაში (გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკაში), ბიოლოგიაში (შეისწავლიან ფლორას და ფაუნას), უცხო ენაში (გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს), ქართულში (მოიძიებენ იმ ნაწარმოებებს სადაც ნახსენებია ცხოველთა და მცენარეთა გადაშენების პირას მისული სახეობანი), ინფორმატიკაში (გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს).

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:1। სხვა სკოლების მოსწავლეების მოწვევა და გაცნობა მათთვის საინტერესი თემები

12। პროექტის ფასილიტატორები: ბორის ღარსლიან

13. პროექტის ფასილიტატორების ელ. ფოსტა:boriskars@gmail.com